ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას ითვალისწინებს, უკრაინამ წლის ბოლომდე დაახლოებით 2 მილიონამდე საბრძოლო მასალა უნდა მიიღოს - Palitra News

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას ითვალისწინებს, უკრაინამ წლის ბოლომდე დაახლოებით 2 მილიონამდე საბრძოლო მასალა უნდა მიიღოს

2025-08-12 20:12:23+04:00

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას ითვალისწინებს, უკრაინამ წლის ბოლომდე დაახლოებით 2 მილიონამდე საბრძოლო მასალა უნდა მიიღოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე საბრძოლო მასალის მიწოდება არა მხოლოდ დახმარებაა, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის თავდაცვის საქმეში. თავის მხრივ, კიევში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შარშან უკრაინას მილიონ ნახევარი მსხვილკალიბრიანი ჭურვი მიაწოდეს.