დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით 1121 წლის 12 აგვისტო ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღესაც გრძელდება ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ასევე იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება.