ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის გაუქმების მოთხოვნით უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმის სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაცემას. უფლებამდაცვლები კვლავ ითხოვენ გამოძიების დაწყებას ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე, თავად ბრალდებული მეორე ინსტანციაში საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობისას, კვლავ ამტკიცებდა, რომ იძულებით ჩამოიყვანეს, თუმცა ქართულ ოცნებაში გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავენ.