4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნები და ორად გაყოფილი პოლიტიკური ველი - Palitra News

4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნები და ორად გაყოფილი პოლიტიკური ველი

2025-08-12 20:07:49+04:00

4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნები და ორად გაყოფილი პოლიტიკური ველი. მუნიციპალური არჩევნებისთვის 17 პარტია ემზადება, 8 პოლიტიკური გაერთიანება კი ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ქართულმა ოცნებამ 64ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა, გახარიას გუნდი და ლელო ძლიერი საქართველოს წევრები კი საერთო კანდიდატებს 4 სექტემბრამდე დაასახელებენ. 4 ოქტომბერს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 3051 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს.