უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა - Palitra News

უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა

2025-08-12 16:03:06+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა. უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსამსახურის განმარტებით, მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, აღჭურვილ თავშესაფრებში გადაადგილებისას, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი კასეტური საბრძოლო მასალის ზემოქმედების ზონაში აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე 11 -მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. კიდევ 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო დაწესებულებებს აკუბარული ტრავმისა და მწვავე სტრესის ჩივილებით მიმართა.