პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა

2025-08-12 15:57:00+04:00

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.