ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება - Palitra News

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

2025-08-12 15:52:01+04:00

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 კვარტალში, არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობა მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კალაძის თქმით, 36 ოჯახი, რომელმაც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე სრული თანხმობა გამოთქვა ახალ გარემონტებულ ბინებს მიიღებს. სამშენებლო სამუშაოები დაყწებულია. პროექტი მომავალი წლისთვის დასრულდება.