ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის მიცემული ვადა და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის მიცემული ვადა და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-12 15:48:13+04:00

ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის მიცემული ვადა, რა დროში ქვეყნის ხელისუფლებამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაცია ევროპულ სტრუქტურას უნდა მიაწოდოს, აგვისტოს ბოლოს იწურება. რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაგზავნის წერილობითი სახით დოკუმენტაციას, რომელშიც ასახული იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც მმარველმა გუნდმა ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგა. სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიცია. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საქართველომ ყველა ის ბენეფიტი დაკარგოს, რომლითაც ქვეყანა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში სარგებლობს.