ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. თანაინვესტირების ყოფილი გენერალური დირექტორის ადვოკატები გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ, იმ შემთხვევაში, თუკი განაჩენს უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ბრალდების მხარის განმარტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე. დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიციები.