მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ აქტიურად ემზადება. მმართველი გუნდის მხირიდან 64-ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დასახელებულია. პარტიას დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან „გახარია საქართველოსთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. გუნდები საერთო კანდიდატებზე ამ დრომდე მსჯელობენ. ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომლებსაც ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.