აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა - Palitra News

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა

2025-08-12 12:56:19+04:00

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქ პიტსბურგის მახლობლად მდებარე ქარხანაში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მედიის ინფორმაციით, ექიმებმა საავადმყოფოებში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი გადაიყვანეს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.