ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება

2025-08-12 12:51:17+04:00

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე ვლადიმერ პუტინთან 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებს გაესაუბრება. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება. ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს.