გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 წლის სასწავლო კურსი, დასრულდა. სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. „ეკოლიდერთა სკოლა“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება.