საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაძლიერების შესახებ ისრაელის გეგმები გააკრიტიკა. მაკრონის მოსაზრებით, სტრატეგიის მთავარი მსხვერპლი კვლავ ისრაელელი მძევლები და ღაზის მოსახლეობა იქნებიან. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ღაზაში ომის დასრულების ხუთი წინაპირობა დაასახელა: კეროდ, „ჰამასის“ განიარაღება, მძევლების გათავისუფლება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის საერთო კონტროლი უსაფრთხოებაზე, და არაისრაელური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნა, რომლის მიზანი ისრაელთან მშვიდობის მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონთან კოორდინაციით, ისრაელი მუშაობს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე.