უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რუსეთის ოლქში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს აწარმოებს. მედიის ინფორმაციით, ქარხანას მინიმუმ ოთხი დრონით დაარტყეს. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები დილითვე იუწყებოდნენ, რომ დარტყმა იყო ქარხანაზე, რომელიც საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსურ დანადგარებს აწარმოებს. თუმცა, რუსული მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს.