უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

2025-08-11 20:49:51+04:00

უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მათივე განმარტებით, საგანგებო ვირტუალური სამიტი 13 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით გაიმართება. როგორც მედია იუწყება, სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობებზე, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების საკითხზე, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ტრამპი-პუტინის შეხვედრის საკითხზე კონსულტაციების საჭიროებაზე ისაუბრაპოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. დონალდ ტუსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა არა მხოლოდ მის მიმართ სოლიდარობის, არამედ ევროპის უსაფრთხოების საკითხიცაა.