4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია - Palitra News

4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

2025-08-11 20:48:18+04:00

4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. ირაკლი კობახიძე პარტიის ამოცანად მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას ასახელებს. მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადებიან გახარია საქართველოსთვის და ლელო - ძლიერი საქართველოს წევრები, რომლებსაც საერთო კანდიდატები ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებიათ. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება 8 ოპოზიციური პარტია. მათ შორის ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. მათი შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი არა თვითმმართველობის არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.