17 წლის შემდეგაც პოლიტიკური მხარეები აგვისტოს ომის დაწყების თარიღისა თუ მიზეზების შესახებ დავობენ. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა ითხოვს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრობს. მათი შეფასებით ამ დრომდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არიდებენ პასუხის გაცემას კითხვაზე: რატომ დაიწყო ომი? დღეს მწვავე განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც. მათი შეფასებით, დღეს საქართველოს მართავენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში რუსულ ინტერესებს ემსახურებიან.