2008 წლის შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა - 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის განაპირას, შინდისის გმირების მემორიალთან დღეს ტრადიციულად გარდაცვლილთა ახლობლები, თანამებრძოლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტრო შინდისში, დაღუპული სამხედროების მემორიალური კომპლექსის აშენებას აპირებს.