გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა - Palitra News

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა

2025-08-11 15:52:01+04:00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შაორის ახალგაზრდულმა ბანაკმა აფხაზეთის მთავრობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით უმასპინძლა. ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.