როგორ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

2025-08-11 15:46:40+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნული გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება. ასეთ შემთხვევაში კი დაცვის მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებს. ამ წუთებში დაკვნით სიტყვას პროკურორი წარმოთვამს და გამარტავს თუ რატომაა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწუნო ,მანამდე პროცესზე ბაჩიაშვილის ადვოკატს მოუსმინეს. რა არგუმნეტები აქვს დაცვის მხარეს.