17 წელი 2008 წლის შინდისის ბრძოლიდან და დილიდან ხალხმრავლობა შინდისის გმირების მემორიალთან. , 17 ქართველი დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისგან კვლავ კითხვებზე პასუხებს ითხოვს. როგორც ამბობენ ოპონენტები გაურბიან კითხვას, რატომ დაიწყო ომი? უმრავლესობა წინა ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრობს. კრიტიკის ისრებს თავად „ქართული ოცნებისკენ“ მიმართავს ოპოზიცია. მათი შეფასებით, დღეს მმართველი გუნდი ქვეყანაში სწორედ რუსულ ინტერესებს ატარებს.