ირაკლი კობახიძე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს - თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების რა ეტაპზეა ოპოზიცია? - Palitra News

ირაკლი კობახიძე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს - თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების რა ეტაპზეა ოპოზიცია?

2025-08-11 15:38:13+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს. სპეციალური ბრიფინგი დღეს, 17:00 საათზე, პარტიის გორგასლის ოფისში გაიმართება. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და დედაქალაქის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ამ დროს მზადების რა ეტაპზეა ოპოზიცია? 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე გუნდები "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო ძლიერი საქართველო" ამ დრომდე საერთო კანდიდატებზე მსჯელობენ. დანარჩენი რვა ოპოზიციური პარტია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. ის რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ, გახარიას გუნდისა და "ძლიერი საქართველოს" კოალიციისთვის არის კიდევ ერთი ბერკეტი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად. ვის რა შეხედულება აქვს საკითხზე?