ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება - Palitra News

ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება

2025-08-11 12:55:29+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მედიის ცნობით, ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.