შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსები ამერიკის მოტყუებას შეეცდებიან. 10 აგვისტოს დღის ბოლოს, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შემდეგ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთისგან არ ჩანს რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, ამიტომ საჭიროა ახალი სანქციები და ზეწოლა.