შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ. „შინდისის გმირების“ ხსოვნას მემორიალთან დღეს დილიდან მიაგებენ პატივს.