ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ადვოკატების ინფორმაციით, დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. უფლებადამცველების განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ აღნიშნული განაჩენი მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.