თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 64 მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი უნდა აირჩიონ. 4 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა მათ შორის არიან “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო ძლიერი საქართველო”, რომლებიც საერთო კანდიდატებზე ამ დრომდე მსჯელობენ. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის, ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ. ოპოზიციის არათანმიმდევრულობაზე მიუთითებენ ქართულ ოცნების წევრები, რომლებსაც 64ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვთ.