ოდესაში, სანაპიროზე მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ოდესაში, სანაპიროზე მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

2025-08-10 19:02:58+04:00

ოდესის ოლქში, სანაპიროზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.

„ცურვის დროს, უცნობი ობიექტების ორი აფეთქების შედეგად, სამი დამსვენებელი დაიღუპა - ერთი ქალი და ორი მამაკაცი“, - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ერთი მამაკაცი კაროლინო-ბუგაზის დასახლებაში დაიღუპა, მეორე მამაკაცი და ქალი კი - ზატოკაში.

„ყველა მათგანი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდა, როდესაც დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ცურავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა.