ქვემო ქართლის პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პირი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.