„ჯარის ბანაკი 2025" დასრულდა - Palitra News

„ჯარის ბანაკი 2025" დასრულდა

2025-08-09 18:25:42+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი 2025“ ოფიციალურად დასრულდა. წელს „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში რვა ნაკადად განხორციელდა. ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს. პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლები მართავდნენ შემეცნებით- საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. „ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.