შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

2025-08-09 18:23:26+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძებნებოდა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.