აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - რუსულმა ძალებმა უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანია “სოკარის“ ნავთობის ბაზას შეუტიეს.გავრცელებული ცნობით, ოდესის ოლქში მდებარე ობიექტზე იერიში დრონებით განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად 4 თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს აზერბაიჯანთან დაკავშირებულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რიგით მეორე მიზანმიმართული თავდასხმაა.