ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა - Palitra News

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

2025-08-09 14:27:51+04:00

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. - ახალი ტრანში მიზნად უკრაინაში სტაბილურობისა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების შენარჩუნებას ისახავს. მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირი უკრაინას ეხმარება, 2024-2027 წლების განმავლობაში ომში მყოფი ქვეყნისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.