უკრაინის პრეზიდენტის პასუხი დონალდ ტრამპს - ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი მისივე ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი და უკრაინა საკუთარ მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს. ამით ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აშშ-ის ლიდერი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლაზე საუბრობს. ვოლოდიმერ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს კვლავ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აგრესორი ქვეყნის მხარდამჭერებმა კარგად იციან იმ ბოროტების ფასი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.