დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალიასკაზე შედგება - Palitra News

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალიასკაზე შედგება

2025-08-09 14:26:48+04:00

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალიასკაზე შედგება - შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის კრიზისის ხანგრძლივი და მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტიც ადასტურებს და განმარტავს, რომ დამატებით დეტალებზე ოფიციალური ცნობები უახლოეს მომავალში გავრცელდება. დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ისა და აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას შესაძლოა ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს. ამერიკის პრეზიდენტი უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ვლადიმერ პუტინს აქამდეც უნდა შეხვედროდა, თუმცა ამისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები დაცული არ იყო. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესზე საუბრისას პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება უმოკლეს დროში გაუმჯობესდება, რადგან 2 ქვეყანას შორის ტერიტორიების გაცვლა ურთიერთსარგებლის საფუძველზე მიმდინარეობს.