შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2025-08-08 20:12:45+04:00

შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ამ პიროვნებამ იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.