საპროტესტო აქციაზე დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 4 წლიდა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს - ორივემ განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას ზასოხაშვილსა და ლომიძეს განუმარტა, რომ შეეძლოთ, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ აღნიშნულს არ გააკეთებდნენ.