ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება - Palitra News

ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება

2025-08-08 20:10:06+04:00

ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება - საარჩევნო მარათონში მონაწილე პოლიტიკური ძალები მზადების საბოლოო ეტაპს იწყებენ. ბოიკოტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები მათ წინააღმდეგ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმაზე მიუთითებენ და სხვა ოპოზიციურ ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მთავარ იმედს კვლავ 4-ხ ოქტომბერზე ამყარებს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. ამავდროულად, უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ მხრიდან დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობა