ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას - ჩეხეთი უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის - Palitra News

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას - ჩეხეთი უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

2025-08-08 18:39:54+04:00

მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, რომლის ჯანმრთელობა პატიმრობაში გაუარესდა. მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას აცხადებს და უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“, - წერს ლიპავსკი.