აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს გამოაცხადებს - Palitra News

აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს გამოაცხადებს

2025-08-08 15:42:26+04:00

მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის ეტაპზე გადადო.

დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

ცნობისთვის, ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.