დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება არასწორი გადაწყვეტილება იქნება. სტარმერი ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, რომ ამ გეგმას დაუყოვნებლივ გადახედოს. ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ აუცილებლად უნდა განიარაღდეს. რაც შეეხება ღაზას სექტორში მშვიდობის დამყარებას - სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობდა გრძელვადიან გეგმაზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს შორის მშვიდობა დამყარებულიყო ორი სახელმწიფოს პრინციპის ფორმატში.