აზერბაიჯანის ლიდერი, ილჰამ ალიევი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უკვე შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონში ილჰამ ალიევის ვიზიტი შტატებისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განსახილველად კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. უიტკოფთან შეხვედრამდე აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარსა“ და ამერიკულ კომპანია „ექსონმობილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დღეს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში უმასპინძლებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში დღეს მოაწერენ ხელს, სამშვიდობო შეთანხმების დასაწყისი იქნება.