აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, 2008 წლის აგვისტოში 170 ქართველი ჯარისკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ 2 232-ი შეადგინა. აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, ხოლო მმართველი პარტიის წევრებმა დღეს მიაგეს პატივი.