შალვა პაპუაშვილი - ელჩების, NGO-ებისა და პოლიტიკოსების სინდისზეა, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს ორი წელი სრულად მოიხადოს - თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ელჩების, NGO-ებისა და პოლიტიკოსების სინდისზეა, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს ორი წელი სრულად მოიხადოს - თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ

2025-08-08 15:52:02+04:00

მზია ამაღლობელის საქმეს და მისთვის შეფარდებული 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. თავის მხრივ, მმართველი პარტია იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც, მათი მტკიცებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი საპატიმროში იმყოფება. კიდევ რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.