რუსმა ოკუპანტებმა დრონებით კიევის ოლქზე იერიში მიიტანეს. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავდა, სულ მცირე 3-ი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 წლის გოგო. ამასთანავე, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ქალაქის მერის განცხადებით, ხარკოვის სალტოვის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 104 დამრტყმელი და 8 რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 82 მოიგერიეს.