დღეს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ლიდერი ვაშინგტონში უკვე ჩავიდა. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს - სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი ვიზიტის მიზანია შტატებსა და სომხეთს შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ამასთანავე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება საიმედო სამშიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. უფრო კონკრეტულად რა მოლოდინი არსებობს ტრამპის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრისგან.