აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა - რა განცხადებები გააკეთეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა - Palitra News

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა - რა განცხადებები გააკეთეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა

2025-08-08 12:32:57+04:00

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 ჯარისკაცი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232-ი შეადგინა, მათ შორის, 1045 პირი სამხედროა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს პატივი მიაგეს.