რუსეთი და აშშ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ, მიზნობრივ თარიღად კი მომავალი კვირაა განსაზღვრული. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება რუსეთის პრეზიდენტმაც გაავრცელა. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის საკითხი დაადასტურა და შესაფერის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ უკრაინასა და ევროპას მშვიდობასთან დაკავშირებით იდენტური პოზიცია აქვთ. რა გზავნილები აქვთ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მყოფ მხარეებს და გეგმავს თუ არა ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების ამოქმედებას.