შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა

2025-08-07 20:45:45+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.